ტრანსფერი: თორნიკე გრიგალაშვილი დილას ფეხბურთელია

ტრანსფერი: თორნიკე გრიგალაშვილი დილას ფეხბურთელია

ჩვენი გუნდის რიგებში 25 წლის მარჯვენა მცველი, თორნიკე გრიგალაშვილი ითამაშებს.

გრიგალაშვილი ბოლოს ქუთაისის ,,ტორპედოში”  ასპარეზობდა და მიმდინარე სეზონის სტარტზე, გუნდთან ერთად ქვეყნის სუპერთასი მფლობელიც გახდა.

მან ,,ტორპედოს” მაისურით  8 შეხვედრა ჩაატარა, სულ ახალახანს კი კლუბი ურთერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

მანამდე კი გრიგალაშვილის კარიერაში, ,,ზესტაფონი”, ,,სამტრედია”, ,,ჩიხურა”, და გემრანული  ,,რეჩდენი” იყო.

25 წლის, გრიგალაშვილს როგორც მის ძირითად მარჯვენა ფლანგზე ასევე  დაცვის მარცხენა ფლანგზეც შუძლია თამაში.

2018-07-19T19:21:22+00:00