ტრანსფერი: პა ომარ ბაბოუ დილას ფეხბურთელია

ტრანსფერი: პა ომარ ბაბოუ დილას ფეხბურთელია

დილას შემადგენლობაში კდევ ერთი გამბიელი შემტევი პა ომარ ბაბოუ  ითამაშებს.

19 წლის ფეხბურთელის ძირითადი  სათამაშო პოზიცია მარცხენა გარემარბია,  თუმცა თამაში  შეტევის როგორც მარჯვენა, ისე ცენტრალურ ზონაშიც შეუძლია.

პა ომარ ბაბოუც დილას კიდევ ერთი  ახალწვეულის, გაირა ჯოოფის  მსგავსად, გამბიის 23 წლამდე ნაკრების წევრია.

იგი დილაში გადმოსვლამდე სამშობლოში თამაშობდა, თუმცა აქვს ევროპული გამოცდილებაც, იგი სამშობლოში დაბურნებამდე სპლიტის ჰაიდუკის მეორე გუნდში ასპარეზობდა.

იხილეთ ვიდეოკოლაჟი ჩვენი ახალწვეულის შესახებ 

2018-07-19T22:01:43+00:00