უეფამ გამონაკლისი დაუშვა: გორის „დილა“ ევრო-ლიცენზირების პროცესში მონაწილეობას მიიღებს


გვსურს, გაცნობოთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ადასტურებს, რომ საფეხბურთო კლუბი „გორის დილა” არ ეწინააღმდეგება უეფას მიერ დადგენილი „3-წლიანი წესის“ ძირითად მიზნებს, კერძოდ კრედიტორების დაცვისა და სამართლიანი თამაშის პრინციპებს.
საფეხბურთო კლუბი ,,გორის დილას“ და ებრაელი ინვესტორების სახელით, გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მხარდაჭერისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას Georgian Football Federation და ყველა ჩართულ ადამიანს, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე მხარს გვიჭერდნენ. ასევე გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მედიის წარმომადგენლებს გამოჩენილი ინტერესისთვის და საკითხის საზოგადოებამდე სწორად მიტანისათვის.
უეფას ეს გადაწყვეტილება დასტურია იმისა, რომ კლუბის განკერძოების მიზნით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის მხრიდან და ,,გორის დილას“ ექნება უფლება მონაწილეობა მიიღოს ევრო-ლიცენზირების პროცესში. 

ვიდეო არ არის

მსგავსი სიახლეები


1 წლის წინ | 0 კომენტარი

გელა ქორიძეს ბავშვი შეეძინა

1 წლის წინ | 0 კომენტარი

„დილამ“ მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა

1 წლის წინ | 0 კომენტარი

გიორგი ტუღუში და რამაზ სოღოლაშვილი PRO ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

5 თვის წინs | 0 კომენტარი

სკ “გორის დილას” ოფიციალური განცხადება

შუქურა VS დილა გორი


  • შუქურა
  • 0:1

    17.09.2017


  • დილა გორი

დილა გორი VS სამტრედია


  • დილა გორი
  • 20:00

    23.09.2017


  • სამტრედია

სატურნირო ცხრილი

გუნდი
სრული ცხრილი

გამოკითხვა