ფრანცისკო მადინგას მეორე სასტარტო და საგოლე გადაცემა აფრიკის თასზე

ფრანცისკო მადინგას მეორე სასტარტო და საგოლე გადაცემა აფრიკის თასზე

კამერუნში მიმდინარე აფრიკის ერთა თასზე მალავის ეროვნული ნაკრები ზიმბაბვეს დაუპირისპირდა  და 2:1 იმარჯვა.

შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა და მალავის ნაკრების ერთ ერთმა ლიდერმა-  ფრანცისკო მადინგამ, რომელმაც შეხვედრის 43-ე წუთზე  მარცხენა ფლანგიდან შეტევა წამოიწყო და საგოლე  პასი გააკეთა, რის შედეგადაც მალავის ნაკრებმა შეხვედრაში ანგარიში  გაათანაბრა, მატჩის მეორე ნახევარში კი წინ გასვლაც მოახერხა და საბოლოოდ აფრიკის თასის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება იზეიმა. ფრამცისკო 84-ე წუთზე შეცვალეს

ჯგუფური ეტაპის მეორე  ტურის შემდეგ მალავის ნაკრები 4 გუნდიან ჯგუფში მე-3 ადგილზეა და ლიდერ სენეგალსსა და მეორეადგილოსან გვინეას 1 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში მადინგა და მისი თანაგუნდელები ჯგუფის ლიდერ სენეგალს დაუპირსპირდებიან, შეხვედრა 18 იანვარს გაიმართება.

 

 

2022-01-15T00:00:56+00:00