ფრანცისკო მადინგა მალავის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე გავიდა

ფრანცისკო მადინგა მალავის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასზე გავიდა

მიმდინარე სანაკრებო პაუზისას ჩვენი ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ფრანცისკო მადინგამ მალავის ეროვნულ გუნდში აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩში ითამაშა. პირველ მათგანში მალაველებმა სამხრეთ სუდანს 1-0 სძლიეს სადაც ფრანცისკო მადინგა შეხვედრაში 83 წუთიდან ჩაერთო, მეორე მატჩი კი უგანდასთან ასევე 1:0 მოიგეს. წინა მატჩის მსგავსად მადგინა აქაც სადათარიგოთა სკამიდან შევიდა, იგი მატჩში 33-ე წუთიდან ჩაერთო.

ეს შეხვედრა მალავის ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ვინაიდან უგანდასთამ მიღწეული გამარჯვებით მალავის ნაკრებმა შესარჩევ  ჯგუფში პირველი  ადგილი  დაიკავა და  კონტინენტის პირველობაზე 12 წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს და 2022 წელს კამერუნში გასამართ აფრიკის თასის მონაწილე იქნება.  ტურნირის ჩატარება რეგლამენით 2021 წლის ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა COVID 19 გამო მისი ჩატარება  2022 წლის ზამთრისთვის გადაიდო.

2021-03-29T19:21:41+00:00