,,ყოველთვის მემახსოვრებით”-ლუკა გუგეშაშვილი დილას დაემშვიდობა და კარიერას გრანადაში გააგრძელებს

,,ყოველთვის მემახსოვრებით”-ლუკა გუგეშაშვილი დილას დაემშვიდობა და კარიერას გრანადაში გააგრძელებს

ჩვენი გუნდის კიპერს ლუკა გუგეშაშვილს კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა, ლუკას სატანსფერო უფლებები კი პოლონურ კლუბ იაგელონიას ეკუთვნის, რომელმაც თავის მხრივ იგი ესპანურ გრანადაში გაანათხოვრა.

ლუკამ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განცხადება გაავრცელა რომელშიც ვკითხულობთ

 

,,გორის დილასთან  კონტრაქთი ამომეწურა, კარიერას ესპანურ გრანადაში გავაგრძელებ, მადლობა მინდა გადავუხადო გორის დილას რომ მენდობოდნენ და შანსი მომცეს თავის წარმოჩენის, მადლობა ყველას, სამწვრთნელო შტაბს, გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს და  კლუბის გულშემატკივრებს!! ყოველთვის მემახსოვრებით! წინ დიდი გამოწვევებისკენ!!!”  წერს გუგეშაშვილი

ლუკა გუგეშაშვილი  ჩვენს გუნდს 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბის მაისურით ჯამში  24 ოფიცვიალური შეხვედრა ჩაატარა.

გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ლუკას ჩვენი გუნდის ღირსების დაცვისთვის და ვუსუროვთ წარმატებები მომავალ კარიერაში

2019-07-01T13:32:06+00:00