ჩიხურა – დილა: მატჩის წინ

ჩიხურა – დილა: მატჩის წინ

ხვალ 6 მარტს, კრისტალებეთ ეროვნული ლიგის  მე-2 ტურის მატჩი გაიმართება, რომელშიც ჩვენი გუნდი საჩხერის ,,ჩიხურა” დაუპირისპირდება,  საჩხერეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო მატჩს მიხელ მესხის სტადიონი უმასპინძლებს. მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში ორივე ამ გუნდმა მარცხი განიცადა. საჩხერელები დინამო არენაზე, თბილისის ,,დინამოსთან” 0-2 დამარცხდნენ, დილამ კი მარცხი შინ, ,,ვიტ ჯოჯრიასთან იწვნია, 0-1.

დანაკლისი

ხვალინდელ მატჩში მასპინძლებს, დისკვალიფიკაციის გამო ცენტრალური მცველი, დავით მაისაშვილი  დააკლდებათ, რომელიც წინა შეხვედრაში გააძევეს, დილა კი ამ შეხვედრას სრული შემადგენლობით შეხვდება.

ურთერთშეხვედრები გასულ სეზონში 

გასულ სეზონში გამართული 4 კალენდარული მატჩიდან, 2-ში გამარჯვბა ჩვენს ხვალინდელ მეტოქეს დარჩა,  თითოჯერ კი  მატჩებში ფრე და ჩვენი გამარჯვება დაფიქსირდა.

პირდაპირი რეპორტაჟი

ჩიხურა- დილას  დაპირისპირება მიხელ მესხის მთავარ არენაზე 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE და საკაბელო ტელე არხი 02 შემოგთავაზებთ.

2019-03-05T22:21:32+00:00