ჩიხურა – დილა: მატჩის წინ

ჩიხურა – დილა: მატჩის წინ

სანაკრებო შესვენების შედეგ დილა ეროვნულ ლიგას, 19 ოქტომბერს, ჩიხურასთან სტუმრობით განაახლებს.

ეროვნული ლიგის 29 ტურის მატჩს ივანწმინდა უმასპინძლებს.

ეს გუნდები გათამაშების ცხრილში უშუალო კონკურენტები  არიან, დილა  49 ქულით  მე-3 პოზიციას იკავებს,  ჩიხურა კი 2 ქულით ნაკლები აქვს და 47 ქულით მე-4 პოზიციაზეა. ასე რომ აღნიშნულ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

 

 

ურთერთშეხვედრების სტატისტიკა მიმდინარე სეზონში

ეს გუნდები  მიმდინარე სეზონში 3 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, პირველი შეხვედრა გორში, მე-2 ტურში  შედგა და ფრედ 1-1 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

ამ გუნდების მეორე შეხვედრა მე 11 ტურში  გაიმართა, მატჩს ივანწმინდამ უმასპინძლა და დილას  გამარჯვებით, 3-0 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

ამ გუნდების ბოლო მატჩი კი მე-20  ტურში კვლავ გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე გაიმართა და ,,ჩიხურას” გამარჯვებით, 3-1  დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

დანაკლისი

ამ შეხვედრაში ჩვენს გუნდს ცენტრალური მცველი, გიორგი  გადრანი დააკლდება, რომელსაც ქუთაისის ტორპედოსთან მიღბული წითელი ბარათის გამო დისკვალიპიკაცია აქვს.

ჩიხურა – დილას დაპირისპირება 19 ოქტომბერს, 15:30 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE შემოგთავაზებთ.

 

 

2018-10-17T20:52:53+00:00