დილას ამხანაგური მატჩების განრიგში გარკვეული ცვლილებებია. 14 თებერვალს ჩვენი გუნდი რუსულ ,,ტომს” უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ხვალინდელი განრიგის შეცვლის შედეგად, ხვალინდელი დღის განმავლობაში 2 მატჩს ჩავატარებთ.
თბილისის დროით 12:00 საათზე დილა ბელარუსულ ,,ბატეს“ დაუპირისპირდება.
თბილისის დროით 18:00 საათზე ჩვენი გუნდის მეტოქე, რუსეთის პირველი ლიგის ბინადარი ,,ჩერტანოვო“ იქნება.
მატჩების პირდაპირი ტრანსლირების შესახებ ინფორმაციას მატჩების დაწყებამდე მოგაწვდით.