25 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილი კარიერას გორის ,,დილაში” გააგრძელებს. ცოტნე ჩვენს კლუბს 2 წლიანი კონტრაქტით შეურთდა.
გასული სეზონი ცოტნემ თელავის რიგებში გაატარა და 17 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
ცოტნეს საფეხბურთო კლუბ ,,თელავის” გარდა ,,ტორპედოში” ,,გაგრასა” და მშობლიურ ,,ვიტ-ჯორჯიას” რიგებში აქვს ნათამაშები.