ცოტნე მოსიაშვილი: ,,მსურს დილას გაჩემპიონებაში საკუთარი წვლილი შევიტანო”

ცოტნე მოსიაშვილი: ,,მსურს დილას გაჩემპიონებაში საკუთარი წვლილი შევიტანო”

25 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ცოტნე მოსიაშვილი კარიერას გორის ,,დილაში” გააგრძელებს. ცოტნე ჩვენს კლუბს 2 წლიანი კონტრაქტით შეურთდა.

ცოტნემ ჩვენს საიტთან საკუთარი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა

,,დილა ძალიან საინტერესო გუნდია ამბიციური გეგმებით, ამ გუნდში ლეგიონერებისა და ქართველი ფეხბურთელების კარგი სინთეზია. ყველამ დავინახეთ, თუ რა ცოტა დააკლდა ამ გუნდს ჩემპიონობამდე გასულ წელს, ვიმედოვნებ მომავალ სეზონში საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ამ ყველაფერში საკუთარ წვლილს შევიტან.” 

ცოტნემ საკუთარი ინტერვიუში   სათამაშო პოზიციის შესახებაც ისაუბრა

,,შემიძლია ნახევარდაცვის, როგორც შემტევი, ასევე დაცვითი ფუნქციების შესრულება, თუმცა თუ არჩევანის წინაშე დავდგები, სიღრმიდან თამაშს ვამბჯობინებ.”

 ინტერვიუს ბოლოს ჩვენი გუნიდს ახალწვეულმა გორელ გულშემატკივარს მიმართა…

,,მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ასე იყო აქამდე ყველა იმ გუნდში სადაც მითამაშია და შემიძლია გორელ ქომაგს იგივე შევპირდე, ყველაფერს გავიღებ, რომ გაგახაროთ.”- ამბობს  მოსიაშვილი.

2020-12-28T22:39:29+00:00