13 მაისი – ისოტირული დღე ,,დილასთვის”

13 მაისი – ისოტირული დღე ,,დილასთვის”

13 მაისი გამორჩეული დღეა ჩვენი კლუბის უახლეს ისტორიაში, 2015 წლის  13 მაისს ,,დილამ” სამტრედიაში, ადგილობრივ გუნდს გასვლითი მატჩი მოუგო და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა. ისტორიული შედეგის მომტანი გოლის ავტორი, შეხვედრის  44-ე წუთზე, გუნდის იმდროინდელი კაპიტანი – ლექსო კვახაძე გახდა, სწორედ ამ  გოლმა ჩვენს კლუბს არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

გავისხსენოთ მატჩი 

 

 

ტიტული კი ,,დილამ” 2015 წლის 22 მაისს, ,,ვიტ – ჯორჯიასთან” მატჩის შემდეგ, საკუთარ სტადიონზე ჩაიბარა, რომელშიც მეტოქეს  3-0 სძლია

 

2014-15 წლების სეზონში ჩატარებული 30 შეხვედრიდან კლუბმა 19 მატჩი მოიგო, 7 ფრედ ითამაშა და მხოლოდ  4 ჯერ დამარცხდა, ამრიგად დილამ აღნიშნული სეზონი 64 ქულით დაასრულა და მეორე ადგილოსან ბათუმის ,,დინამოს” 6 ქულით აჯობა.

ვიდეომასალა ეკუთვნის 1TV.GE-ს 

 

2020-05-13T13:59:53+00:00