17 წლამდელებმა ,,ლოკომოტივი” დაამარცხეს და ჯგუფში გალიდერდნენ

17 წლამდელებმა ,,ლოკომოტივი” დაამარცხეს და ჯგუფში გალიდერდნენ

18 მარტს, 17-წლამდელთა ჩემიონატის “გ” ჯგუფის  მე-4 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც “დილამ” უშუალო კონკურენტ, თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და  მეტოქეს 1:0 მოუგო.

შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი გიორგი ალიმბარაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც თავი მატჩის 27-ე წუთზე გამოიჩინა.

შედეგად, “დილას” 10 ქულა დაუგროვდა და 4 ტურის შემდეგ (3 მოგება, 1 ფრე) ცხრილს სათავეში უდგას.

მომდევნო შეხვედრას “დილას” 17-წლამდელები 1-ელ აპრილს, სტუმრად “გაგრასთან” გამართავენ.

2018-03-19T23:47:55+00:00