17 წლამდელებმა ოქროს ლიგა გამარჯვებით დაიწყეს

17 წლამდელებმა ოქროს ლიგა გამარჯვებით დაიწყეს

გუშინ, 9 ივნისს, საქართველოს 17 წლამდე ჩემპიონატის ოქროს ლიგაში, პირველი ტურის მატჩები გაიმართა.
დილამ 35-ე სკოლის საფეხბურთო გუნდთან, გასვლით შეხვედრაში 1-2 იმარჯვა.

მატჩის მე–7 წუთზე დილა–ს შემტევი ნახევარმცველი არჩილ ისმაილი წაქცეულ იქნა მეტოქის საჯარიმოში და მანვე ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. 35-ე წუთზე ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთზე კარგად ითამაშა მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა და თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 49–ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ცეცხლაძემ კარგი დრიბლინგის წყალობით ჩამოიტოვა სამი მცველი და მეკარესთან ერთი–ერთზე გასულმა გამარჯვების გოლი გაიტანა 35–ე სკოლის კარში.

შეგახსენებთ რომ ოქროს ლიგაში 10 გუნდი ასპარეზობს. დილა სასტარტო გამარჯვების შემდეგ ცხრილში მე-2 პოზიციაზე იმყოფება

2018-06-11T12:45:54+00:00