19 წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში გასასვლელად იბრძოლებს, ნაკრებში ნიკა გაგნიძეს უხმეს

19 წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში გასასვლელად იბრძოლებს, ნაკრებში ნიკა გაგნიძეს უხმეს

9-15 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლის მატჩებს ჩაატარებს. რამაზ სვანაძის გუნდი 6 ოქტომბერს გაემგზავრება უნგრეთში, სადაც მასპინძელთა გარდა ხორვატიასთან და ყაზახეთთან გაარკვევს ელიტ-რაუნდში გამსვლელის ვინაობას. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი გუნდი მოიპოვებს მომდევნო ეტაპის საგზურს.

აღნიშნული მატჩებისთვის  რამაზ სვანაძემ  ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევამცველ ნიკა გაგნიძეს უხმო.

 

ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს ნიკას და საქართველოს 19 წლამდე ნაკრებს აღნიშნულ შეხვედრებში

2019-10-01T18:23:03+00:00