2019 წელი ციფრებში – გუნდური და ინდივიდუალური სტატისტიკა

2019 წელი ციფრებში – გუნდური და ინდივიდუალური სტატისტიკა

დილამ  2019 წლის სეზონი 30 ნოემბერს, ,,რუსთავთან” ფრით დაასრულა. ამ  სტატიაში სხვადასხვა კომპონენტეიბსა და სტატისტიკური მონაცემების დაჯამებით გასულ სეზონს შევაჯამებთ.

სატურნირო  სტატისტიკა

დილამ   ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშება 43– ქულით მე-7 ადგილზე დაასრულა, 36 მატჩიდან 11 ში  გამარჯვება მოიპოვა, 10 ფრედ ითამაშა და 15 ჯერ დამარცხდა. .

 

 

გუნდური  სტატისტიკა

გატანილი და მიღებული ბურთების ბალანსი

გუნდმა სეზონის მანძილზე 40  გოლი  გაიტანა  ( აქედან 3  პენალტით ) საკუთარ კარში კი  44 მიიღო

 

დარტყმების რაოდენობა სეზონში 

ჩვენმა მოთამაშეებმა სეზონში კარის მიმართულებით 298 –ჯერ დაარტყეს, საიდანც კარის ჩარჩოში  85 დარტყმა წავიდა, რაც პროცენტულად 28,5 % სიზუსტეს შეადგენს.

 

პასების რაოდენობა სეზონში 

მათ გააკეთეს 6875 პასი  საიდანაც ზუსტი  5627 გადაცემა გახლდათ, ისნი საშუალოდ მატჩში  191 პასს აკეთებდნენ.

 

მშრალი მატჩები სეზონის მანძილზე 

გუნდმა სეზონში  12 მშრალი მატჩი ითამაშა

 

ბარათები

ჩვენმა მოთამაშეებმა, სეზონის განმავლობაში 70 ყვითელი და  4 წითელი ბარათი მიიღეს.

 

ინდივიდაულური  სტატისტიკა

გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ალვინ ფორტესია , რომელმაც გუნდში ყველაზე მეტი, 34 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, რაც კლუბში საუკეთესო შედეგია.  ალვინ ფორტესი საუკეთესოა საგოლე გადაცემების კომპონენტშიც, მის ანგარიშზე  8 საგოლე გადაცემაა.

 

სარეკორდო მატჩები ეროვნულ  ლიგაში 

2019 წლის სეზონში გუნდის კაპიტანმა, ლუკა რაზმაძემ ეროვნული ლიგაში ჩატარებული მატჩების 445- მატჩიანი ზღვარი  გადალახა, რითაც ლიგის ისტორიაში  სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირა.

 

თვის საუკეთესო მოთამაშე

უკვე დასრულებული სეზონის მიმდოანრეობისას,  მედიაორგანიზაცია GOAL.GE  ჩვენი კლუბის 10 -იანი გიორგი  კუცია სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

 

 

2019-12-04T21:12:27+00:00