21 წლამდელები გორში 2 მატჩს გამართავენ | ნუგზარ სპანდერაშვილი ნაკრების რიგებშია

21 წლამდელები გორში 2 მატჩს გამართავენ | ნუგზარ სპანდერაშვილი ნაკრების რიგებშია

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 2 შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი 9 ოქტომბერს20:00 საათზე შვეიცარიას უმასპინძლებს, 13 ოქტომბერს -19:00 საათზე კი აზერბაიჯანს დაუხვდება.

ზემოთ აღნიშნული მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა – ვასილ მაისურაძემ, ჩვენი გუნდის თავდამსხმელს – ნუგზარ სპანდერაშვილს უხმო.

აღნიშნული ორივე მატჩი გორში,  თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უმაყურებლოდ გაიმართება და მას მხოლოდ ოფიციალური პირები  დაესწრებიან.

2020-10-01T21:14:59+00:00