21 წლამდე ნაკრები გორში ითამაშებს – ნაკრებში 3 დილელია

21 წლამდე ნაკრები გორში ითამაშებს – ნაკრებში 3 დილელია

5 და 10 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს, შესაბამისად, ლიხტენშტაინისა  და აზერბაიჯანის 21-წლამდელების წინააღმდეგ. სწორედ ამ შეხვედრებით იწყებს გია ცეცაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს.

პირველი მატჩი ლიხტენშტეინთან შედგება და იგი 5 სექტემბერს  გორში , თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო აზერბაიჯანს ჩვენი ნაკრები ბაქოში ესტუმრება.

აღნიშნული მატჩებისთვის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გია ცეცაძემ ჩვენი გუნდის 3 მოთამაშეს, მეკარე გიორგი ჩოჩიშვილს , ნახევარმცველ გიორგი კუციას  და თავდამსხმელ ნუგზარ სპანდერაშვილს  უხმო.

 

2019-08-27T20:07:05+00:00