23-ე ტური:კოლხეთი 1913 – დილა 0-2

23-ე ტური:კოლხეთი 1913 – დილა 0-2

რამდენიმე წუთის წინ  დასრულდა შეხვედრა ფოთში, პარკი არენაზე, სადაც დილა ადგილობრივ კოლხეთს ესტუმრა და და 2-0 გაიმარჯვა.

შეხვედრის სტარტი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და ლუკა გუგეშაშვილს  რამდენჯერმე მოუწია გუნდის გადარჩენა, შეტევაში  გართულ მასპინძლებს კონტრშეტევა გამოეპარათ და მე-8 წუთზე ლეანდრო რიბეიროს ფლანგური გარღვევის შედეგად ჩაწოდებული ბურთი  გოლად  ისიფუ ლემპტიმ აქცია, 0-1

იხილეთ ვიდეო

გოლი

ისიფუ ლემპტის გოლი კოლხეთის კარში 0-1 !!

Posted by FC Dila Gori on შაბათი, 01 სექტემბერი, 2018

 

ამის შემდეგ შეხვედრა ოდნავ დამშვიდდა, თუმცა ტაიმის ბოლოს  მასპინძლები ისევ გააქტიურდნენ, მიუხედავად ამისა შეხვედრის პირველი  ტაიმში  ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი ისევ ოდნავ ინერტულად დაიწყო, თუმცა შეხვდრის განახლებიდან  10 წუთში მიკოლა კოვტალიუკმა  ფოთელთა კარი  კვლავ აიღო, შეხვედრაში დილას უპირატესობა 2 ბურთიანი გახადა, საკუთარი  გოლების ანგარიში  კი 11 მდე გაზარდა მიმდინარე სეზონში.

იხილეთ გოლი

გოლი

მიკოლა კოვტალიუკის გოლი კოლხეთის კარში !

Posted by FC Dila Gori on შაბათი, 01 სექტემბერი, 2018

ამის შემდეგ უპირატესობა მასპინძლებმა იგდეს ხელთ და  74 წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, თუმცა ბურთთან მისულ ჯეფერსონ კაბორეს  ლუკა გუგეშაშვილმა აჯობა  და მისი დარტყმული მოიგერია.

იხილეთ ვიდეო

ლუკა გუგეშაშვილის სეივი

ლუკა გუგეშაშვილის მიერ მოგერიებული თერთმეტმეტრიანი დღევანდელ მატჩში 💪⚽🔥

Posted by FC Dila Gori on შაბათი, 01 სექტემბერი, 2018

ამრიგად შეხვედრის ანგარიში უცვლელი თამაშის ბოლომდე დარჩა და დილამ 0-2 იმარჯვა.

ამ ტურის შემდეგ დილამ გათამაშების ცხრილში 39 ქულა მოაგროვა, უშუალო კონკურენტ საჩხერის ჩიხურას 1 ქულით გადაასწრო და მე-4 დან მე- 3 პოზიციაზე გადაინაცვლა.

დილა მომდევნო შეხვედრას ქუთაისში ტორპედოს წინააღმდეგ 7 სექტემბერს ჩაატარებს, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

2018-09-02T20:04:05+00:00