26-ე ტური : დილა ლოკომოტივთან მინიმალური ანგარიშით, 1-2 დამარცხდა

26-ე ტური : დილა ლოკომოტივთან მინიმალური ანგარიშით, 1-2 დამარცხდა

დღეს ეროვნული ლიგის 26-ე ტურში. მიხელ მესხის სათადარიგო სტადიონზე დილა ლოკომოტივს ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 1-2  დამარცხდა.

შეხვედრის პირველმა ტაიმმა ძირთადად ბრძოლაში და პრაქტიკულად  რეალური  სახიფათო მომენტების გარეშე ჩაიარა.

მეორე ტაიმი კი მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს, ტაიმის განახლებიდან რამდენიმე წამში ლოკომოტივის ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა ეფექტური  დარტყმით ლუკა გუგეშაშვილის კარი აიღო. 1-0

ამის შედეგ დილა გააქტიურდა და რამდენიმე მომენტიც შექმნა,  მომენტები ქონდათ სტუმრებსაც თუმცა   ანგარიშის გაზრდის საშუალებას მათ ლუკა გუგეშაშვილის  კარგითამაში არ აძლევდა. ანგარიში კი თამაშის მიწურულს, 81-ე  წუთზე გათანაბრდა, მარჯვენა ფრთიდან თორნიკე გრიგალაშვილის  მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს, მიკოლა კოვტალიუკი  თავური დარტყმით გამოეხმაურა და მიმდინარე სეზონში მე-14 გოლი გაიტანა, 1-1.

იხილეთ გოლი

მიუხედავად ამისა დილამ ქულის მოპოვება მაინც ვერ შეძლო, შეხვედრის 9ე-ე წუთზე, შეტევაზე გადასულ სტუმრებს მასპინძელთა კონტრ იერიში  გამოეპარათ, შედეგად ზურიკო დავითაშვილმა  მეორედ აიღო დილას კარი  და საკუთარ გუნდს მოაგებინა, 1-2.

ამ მარცხით  დილა ცხრილში 45 ქულით კვლავ მე-3 პოზიციაზე დარჩა, თუმცა მე-4 ადგილზე მყოფ ჩიხურას 1 ქულაში მოახლოების შანსი გაუჩნდა, რომელთანაც სხვაობა სულ რაღაც 4 ქულა და ამ ტურის მატჩი ჩვენს უშუალო კონკურენტს ხვალ აქვს ჩასატარებელი

მომდევნო შეხვედრას დილა 30 სექტემბერს, გორში. თბილისის დინამოს   წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი თენგიზ ბურჯანაძეზე 19:00 საათზე დაიწყება  და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი  მაუწყებლის მეორე არხი  შემოგთავაზებთ.

 

2018-09-27T22:33:37+00:00