ლეანდრო რიბეირო ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ასისტენტია !

ლეანდრო რიბეირო ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონის საუკეთესო ასისტენტია !

ეროვნული ლიგის 2018 წლის გათამაშება, დილამ  გუშინ,  თბილისის დინამოსთან  მოგებით დაასრულა.
 
 ამ  სეზონის საუკეთესო ასისტენტი  ჩვენი გუნდის შემტევი ლეანდრო რიბეირო   გახდა, ბრაზილიელმა  11  საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია!  ამას გარდა ლეანდრომ ეროვნული ლიგის  ეგიდით გამართულ 33 შეხვედრაში,   14  ბურთის გატანა შეძლო, ეს შედეგი ბომბარდირთა დავაში მე-4  გახლავთ.
2018-12-09T16:28:52+00:00