ალვინ ფორტესი დილაში დაბრუნდა

ალვინ ფორტესი დილაში დაბრუნდა

ალვინ ფორტესი  ,,დილაში” დაბრუნდა.  24 წლის ჰოლანდიელმა  შემტევმა კლუბთან  2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და გუნდში  2020 წლის ბოლომდე დარჩება.

ალვინი ,,დილაში” გასული სეზონის სტარტზე გამოჩნდა და ნახევარი სეზონის განმავლობაში  იასპარეზა,  მან   14 შეხვედრა ჩაატარა, და  4 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.’

აქვე გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ რამოდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, რაც მისი კლუბში  დაბრუნებით ნათლად დასტურდება.

ალვინ ფოეტესმა კარიერა ,,ფეინოორდის” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო,  იყო ასევე ,,ვიტესის “ ასაკობრივი გუნდის წევრიც, შემდეგ კი იყო თურქულ და ჩეხურ გუნდებში, მას ასევე აქვს კაბო-ვერდეს მოქალაქეობა და ამავე ქვეყნის ნაკრების წევრია.

2019-01-27T23:30:03+00:00