დინამო თბილისი – დილა : მატჩის წინ

დინამო თბილისი – დილა : მატჩის წინ

12 აპრილს, crystalbet ეროვნული ლიგის მე-8 ტურში დილა  თბილისის ,,დინამოს” ესტუმრება. პირველი წრის მიწურულს გუნდების განსხვავებული სატურნირო მიზნები აქვთ, დინამოს განვლილ 7 ტურში 13 ქულა აქვს და ჩემპიონატში მეორე პოზიციას იკავებს, დილა კი ცდილობს გასავარდნ ზონას თავი  დააღწიოს, ჩვენი გუნდი  5 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

დანაკლისი 

ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენს გუნდს ალვინ ფორტესი  დააკლდება, რომელმაც გასულ ტურში ,,ტორპედოსთან შეხვედრაში, 2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად  დატოვa, მატჩს გამოტოვებს გიორგი კუციაც, რომელსაც საიჯარო ხელშეკრულებით დინამოს წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს.

ურთერთშეხვედრბი

ამ გუნდებმა გასულ სეზონში  4 მატჩი გამართეს, საიდანაც დილამ 2 ში იმარჯვა, თითოჯერ კი მარცხსა და ფრეს დასჯერდა.

პირდაპირი რეპორტაჟი

 დინამო თბ – დილას   დაპირისპირება ხვალ, დინამო არენაზე 19:00 საათზე  დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოაგთავაზებთ.

არბიტრები 

ხვალინდელი მატჩის მთავარი არბიტრი დავით ხარიტონაშვილი იქნება, მას ლევან ვარაიმიშვილი,  სერგო სპიცინი,  გიორგი ვარდიძე  და ალეკო აფციაური  დაეხმარებიან, სათადარიგო  არბიტრი კი ბორის გულსჩუკი იქნება.

 

2019-04-12T12:47:40+00:00