23 წლის შემტევი ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად რამდენიმე თვეა ვარჯიშობს, ახალი სეზონიდან გუნდის სრულფასოვანი წევრი იქნება. მან დილასთან 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ღუდუშაურის ძირითადი სათამაშო პოზიცია შეტევის მარჯვენა ფლანგია, თუმცა თამაში გამთამაშებლის პოზიციაზე და შეტევის მარცხენა ფლანგზეც შეუძლია. დილაში გადმოსვლამდე, ახალგაზრდა ფლანგელი თბილისის ,,ვიტ- ჯორჯიას” რიგებში ასპარეზობდა.
იხილეთ ვიდეო მის შესახებ