Crystalbet ეროვნული ლიგა : დილა – ვიტ ჯორჯია: მატჩის წინ

Crystalbet ეროვნული ლიგა : დილა – ვიტ ჯორჯია: მატჩის წინ

ხვალ, 3 მარტს  დილა, ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” 2019 წლის გათამაშებაში, პირველი ტურის მატჩს, შინ თბილისის  ,,ვიტ ჯორჯიასთან  გამართავს. ჩვენი მეტოქე ქართული ფეხბურთის ელიტას  3 წლიანი  შესვენების შემდეგ, პლეი ოფში  სამტრედიასთან გამარჯვების შედეგად დაუბრუნდა, მას შემდეგ კი რაც საქართველოს ჩემპიონატი ეროვნული ლიგის სახელს ატარებს, ვიტელებს  ამ გათამაშებაში არასდორს უთამაშიათ, შესაბამისად მათ შეგვიძლია ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ” დებიუტანტები ვუწოდოთ. თბილისელებს  ახალგაზრდა სპეციალისტი ლაშა ფირცხალაიშვილი თავკაცობს, მისი ხელმძღვანელობით რეგულარულ სეზონში  ,,ვიტ ჯორჯიამ” 65 ქულით მე -2 პოზიცია დაიკავა, რამაც ხსენებულ პლეი- ოფში თამაშის უფლება მოაპოვებინა.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, დილას  ყველა ფეხბურთელი თავს ჯანმრთელად გრძნობს და ხვალინდელი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია. გიორგი დეკანოსიძის  შეგირდებმა თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ აქტიური მზადება გორში გააგრძელეს, სადაც ჩვენს გუნდს  ტოგოელი ვინგერი  დიდეი კოუგბენია  და ნიგერილი ფორვარდი  ჯაკიბ ნჯუკუ შეურთდნენ.

ხვალინდელი მატჩი, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 20:00  საათზე დაიწყაბა და მის პირდაპირ ტრანსლაციას როგორც eliga ge  ასევე საკაბელო ტელე არხი, 02 შემოგთავაზებთ.

 

2019-03-02T22:12:36+00:00