GFF AWARDS 2018 – საუკეთესო ლეგიონერად ლეანდრო რიბეირო დასახელდა

GFF AWARDS 2018 – საუკეთესო ლეგიონერად ლეანდრო რიბეირო დასახელდა

დღეს რუსთაველის თეატრში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილოდოვება გაიმართა.

GFF AWARDS 2018 -ის დაჯილდოვებაზე, ეროვნული  ლიგის საუკეთესო ლეგიონერად, ჩვენი გუნდის აწ უკვე ყოფილი შემტევი, ლეანდრო რიბეირო  დასახელდა, ბრაზილიელმა გასულ სეზონში  დილას მაისურით, 33 შეხვედრა ჩაატარა და  11 საგოლე გადაცემით საუკეთესო ასისტენტი, 14 გატანილი გოლით კი  ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილის მფლობელი გახდა.

ბრაზილელი  საქართველოში არ იმყოფება რის გამოც აღნიშნულ ჯილოდოს ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა.

მადლობას გიხიდით ამ ჯილოდსთვის,  მადლობელი ვარ გუნდის, პერსონალის,  ხელმძღვაენელობის და გულშემატკივრის,  მე ახლა წავედი მაგრამ დავბრუნდები, გილოცავთ ყველას ახალ წელს, დიდი მადლობა” – თქვა  ლეანდრომ მიმართვის დროს.

 

მისთვის განკუთვნილი პრიზი ღონისძიებაზე კლუბის აღამსურლებელ დირექტორ გიორგი  ჯოხაძეს გადაეცა.

 

 

2018-12-28T20:14:19+00:00