U 17 : დილამ გაგრასთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფს ლიდერობს

U 17 : დილამ გაგრასთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფს ლიდერობს

დღეს, საქართველოს 17 წლამდელთა ლიგაში, მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა.

დილას 17 წლამდელებმა, გასვლით მატჩში გაგრა 3-0 დაამარცხეს .

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ანგარიში 0-0 იყო, მეტოქეს დაწინაურების ჩინებული შანსი ჰქონდა, ჩვენი გუნდის კარში  თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა დილას მეკარე ლაშა ტვიტინიძემ ბურთის მოგერიება შეძლო.

ამის შემდეგ  მატჩში დილას დომინირებით წარიმართა.

პირველი ტაიმის მიწურულს, შეხვედრაში ანგარიში ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა, შალვა თათარაშვილმა  გახსნა და დილამ  პირველი ტაიმი 1-0 მოიგო.

მეორე ტაიმში ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა გიორგი ცეცხლაძემ  დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 3:0 დააფიქსირა.

მატჩს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელიაც ესწრებოდა, რომელმაც ჩვენს ფეხბურთელებს გამარჯვება პირადად მიულოცა.

ამ გამარჯვებით დილა, 6 გუნდიან  ჯგუფს   13 ქულით  ლიდერობს.

შეგახსენებთ რომ ჩვენი გუნდი ,,გ”  ჯგუფში ასპარეზეობს

2018-04-01T23:38:31+00:00