U19| ერეკლე ტაბატაძე: შეცდომების მიუხედავად, ამ მატჩმა ჩვენი პოტენციალი გამოაჩინა

U19| ერეკლე ტაბატაძე: შეცდომების მიუხედავად, ამ მატჩმა ჩვენი პოტენციალი გამოაჩინა

19 წლამდელთა ოქროს ლიგაში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. დილამ თბილისის საბურთალოს გორში უმასპინძლა. მატჩი შედეგიანი ფრით 2:2 დასრულდა.

ჩვენს საიტთან მატჩი, გუნდის ნახევარმცველემაერეკლე ტაბატაძემ შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მატჩმა, შეცდომების მიუხედავად გუნდის პოტენციალი წარმოაჩინა.

გუშინდელი შეხვედრა საბურთალოს წინააღმდეგ ძალზედ დაძაბლი გამოდგა, რაზეც შედეგიც მოწმობს.საბურთალო ერთ-ერთი ძლიერი გუნდია ამ ჩემპიონატში და სწორედ ამ მატჩში გამოჩნდა ჩვენი რეალური პოტენციალი. თამაშის მიმდინარეობისას იყო როგორც კარგი მომენტები ასევე ბევრი შეცდომაც, ვეცდებით მომავალ მატჩებში ყველა ხარვეზი გამოვასწოროთ.

აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ბიჭებს იმისთვის, რომ  გამოიჩინეს ბრძოლისუნარიანობა და 90წუთის განმავლობაში სრული კონცენტრაციით თამაშობდნენ.

-ერეკელს ზოგადად სეზონის მიმდინაროებსა და გუნდის პოტენციალზეც ვკითხეთ, რაზეც გვპასუხობს, რომ  გუნდში საკმარისს ძალას ხედვას სეზონის ტრიუმფისთვის.

შანსები რაღათქმაუნდა დიდია იმის, რომ მოწინავე პოზიციაზე დავამთავროთ სეზონი, ასე რომ ერთიანობისა და გუნდურებით ყველაფერი შესაძლებელია, თუ დასახულ მიზანს ნაბიჯ ნაბიჯ მივყვებით. – გვითხრა ერეკლემ

შეგახსენებთ, რომ დილას ,,ოქროს ლიგაში” 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზეა. ამ მომენტისთვის ლიდერ  თბილისის დინამოსთან ჩამორჩენა 5 ქულაა.

2020-08-31T15:13:56+00:00