U19| ,,დილამ” ,,გაგრა” გასვლით შეხვედრაში დაამარცხა

U19| ,,დილამ” ,,გაგრა” გასვლით შეხვედრაში დაამარცხა

გუშინ – 15 სექტემბერს, საქართველოს 19 წლამდე ჩემპიონატის ,,ოქროს ლიგაში” ჩვენმა გუნდმა მე-7 ტურის მატჩი გამართა. ლადო  ელიაურის გუნდის მეტოქე ,,გაგრა” იყო, რომელიც გასვლით შეხვედრაში 2:0 დავამარცხეთ. გატანილი გოლები ერეკლე ტაბატაძისა და თემო თურაზაშვილის ანგარიშზეა

აღნიშნულ შეხვედრაში ძირითადი  თერთმეტეული ასეთი იყო

ლაშა ტიტვინიძე ნიკა კასრაძე მიშა მერებაშვილი აჩი კობერიძე საბა ახალკაცი ერეკლე ტაბატაძე გაგა პაპიაშვილი აჩი გიგაური გუგა ტლაშაძე გიგა ბექაძე თემო თურაზაშვილი

7 ტურის შემდეგ უმცროს ,,დილელებს” 10 ქულა აქვთ და ამ მომენტისთვის ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან. მათი მომდევნო მეტოქე თბილისის დინამო იქნება.

2020-09-16T18:16:14+00:00