U19 : ნიკა გაგნიძის გუნდის მეტოქეები ელიტ – რაუნდში ცნობილია

U19 : ნიკა გაგნიძის გუნდის მეტოქეები ელიტ – რაუნდში ცნობილია

დღეს უეფას შტაბბინაში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპისა და ელიტ-რაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები , რომლის ღირსებასაც ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი, ნიკა გაგნიძე  იცავს,  ელიტ – რაუნდის მე-3 ჯგუფში, შოტლანდიას, რუსეთს  და ტურნირის მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება. ჯგუფის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. ელიტ – რაუნდის შეხვედრები 2020 წლის 25, 28 და 31 მარტს გაიმართება, ფინალურ ეტაპზე კი  სულ 8 ნაკრები იასპარეზებს, ელიტ – რაუნდის 7 ჯგუფის გამარჯვებულს მასპინძელი ჩრდილოეთ ირლანდია დაემატება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური  ეტაპი  2020 წლის 19  ივლისიდან – 1 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

2019-12-03T18:46:40+00:00