U19: საქართველოს ნაკრებმა მაკედონია დაამარცხა – ნიკა გაგნიძე სასტარტოში !

U19: საქართველოს ნაკრებმა მაკედონია დაამარცხა – ნიკა გაგნიძე სასტარტოში !

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ელიტრაუნდის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში უმცროსმა ჯვაროსნებმა, სკოპიეში, მაკედონელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და  მეტოქე დიდი სხვაობით, 5:1 დაამარცხეს.

აღნიშნულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე, რომელმაც მოედანზე 75 წუთი გაატარა.

საქართველოს ნაკრები მაკედონელ თანატოლებთან  კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს, თუმცა ნიკამ შეკრება ნაადრევად დატოვა და სამშობლოში  ხვალ დაბრუნდება, რათა ,,ტორპედოსთან” პირველ მარტს გასამართი მატჩისთვის გუნდთან ერთად მოემზადოს.

2020-02-25T22:56:01+00:00