U21| გაგნიძემ და ბულისკერიამ ესტონეთთან სასტარტოდან დაიწყეს

U21| გაგნიძემ და ბულისკერიამ ესტონეთთან სასტარტოდან დაიწყეს

დღეს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ესტონელ თანატოლებს უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით 4:1 დაამარცხა. რამაზ სვანაძის სასტარტო თერთმეტეულში ჩვენი კლუბიდან ადგილი ნახევარმცველ ნიკა გაგნიძეს  და მეკარე დემეტრე ბულისკერიას ერგოთ, ნიკა შეხვედრის 63-ე წუთზე შეცვალეს, დემეტრემ კი მატჩი სრულად ჩაატარა და მატჩის მიწურულს შოთა შეყილაძეს საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომელმაც თავის მხრივ მატში, საქართველოს ნაკრების მე-4 გოლი  გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

2022-03-29T23:17:10+00:00