U21| ისტორიული გამარჯვება ინგლისთან – ნიკა გაგნიძეს 20 წუთი დაუთმეს

U21| ისტორიული გამარჯვება ინგლისთან – ნიკა გაგნიძეს 20 წუთი დაუთმეს

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა, ამხანაგურ მატჩში, ინგლისის ნაკრებს უმასპინძლა და 3:2 იმარჯვა. ბათუმის ,აჭარაბეთ არენაზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების შესრულებით მაღალი ხარისხის ფეხბურთი იხილა. შეხვედრაში ანგარიში  ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს, თავი 24-ე წუთზე  გიორგი გულიაშვილმა გამოიჩინა, მეორე ტაიმის სტარტზე მანვე ჩვენი გუნდის უპირატესობა 2 ბურთიანი გახდა მესამე გოლი კი 65-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა გაიტნა და  საქართველოს ნაკრებს 3 ბურთიანი ჰანდიკაპი შეუქმნა, შეხვედრის მიწურულს  ინგლისელებმა 2 ბურთი გაქვითეს, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძელეს და რამაზ სვანაძის გუნდმა ხმაურიანი  გამარჯვების მოპოვება შეძლო.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის ნახევარმცველ ნიკა გაგნიძეს, ნიკას შეხვედრა სასტარტოდან არ დაუწყია, თუმცა შეხვედრაში 70-ე წუთიდან ჩაერთო  და ხმაურინი გამარჯვების უშუალო მონაწილედ იქცა.

მატჩის შემდეგ ჩვენ ნიკას დსავუკავშირდით და ემოციების გაზიარება ვთხოვეთ, ნიკამ გულშემატკიავრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ ასეთი გამარჯვებები გუნდს მენტალურად ზრდის

,,სასიხარულოა დღევანდელ თამაშში გამარჯვება. ასეთი ტოპ ნაკრების წინააღმდეგ პირვალდ ვითამაშეთ და გამოჩნდა, რომ ბრძოლით და მონდომებით ყველაფერია შესაძლებელი,მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგიმისთვის, მათ შესანიშნავი ატმოსფერო შეგვიქმენს.”  – გვითხრა ნიკამ

2021-11-16T23:18:59+00:00