U21: კუციას და სპანდერაშვილის გოლებმა ნაკრები მარცხისგან ვერ იხსნა

U21: კუციას და სპანდერაშვილის გოლებმა ნაკრები მარცხისგან ვერ იხსნა

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა, სლოვაკეთში, ადგილობრივ გუნდთან   შეხვედრა 3:2 დათმო.

აღნიშნული მატჩი გამორჩეული გამოდგა ჩვენი გუნდის ორივე წევრისთვის, გიორგი კუციამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში  დაიწყო და შეხვედრის მე-8 წუთზე ანგარიშიც გახსნა, 1:0. გიორგი მთელი შეხვედრის მანძილზე მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

იხილეთ მისი გოლი 

 

რაც შეეხება ნუგზარ სპანდერაშვილს, იგი მოედანაზე შეხვედრის 59-ე წუთზე ჩაერთო და თავიდანვე აქტიურად შემოვიდა,  თავის გამოჩენა კი  89-ე წუთზე მოახერხა, როდესაც ანგარიში 3:1 იყო.

იხილეთ მისი გოლი

 

საბოლოოდ გია ცეცაძის შეგირდები, მინიმალური სხვაობით დამარცდენენ და ჯგუფში ვითარება გაირთულეს.

2019-11-18T23:52:13+00:00