U21 : მარცხი და ფრე 2 მატჩში, სათამაშო დრო სამივე ,,დილელს” ერგო

U21 : მარცხი და ფრე 2 მატჩში, სათამაშო დრო სამივე ,,დილელს” ერგო

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა მიმდინარე სანაკრებო პაუზისას 2 ამხანაგური მატჩი გამართა, 6 ივნისს ჩვენი ახალგაზრდები საბერძთნეთთან 0-3  დამარცხდნენ, დღეს, 10 ივნისს  კი სლოვენიასთან ფრედ 1-1 ითამაშეს.

დილადან  გამოძახებული 3 ფეხბურთელიდან, საბერძნეთთან მატჩში ლუკა გუგეშაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა, გიორგი კუცია  და ნუგზარ სპანდერაშვილი  კი შეცვლაზე შევიდნენ.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ლუკა გუგეშაშვილი  მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ნუგზარ სპანდერაშვილს 65 წუთი დაუთმო, რის შემდეგაც შეცვლა, გიორგი კუციამ  კი დღევანდელი მატჩი სრულად ჩაატარა.

 

2019-06-10T21:53:07+00:00