U21 ნაკრები გორში 2 მატჩს გამართავს, ნაკრებში ,,დილას” 2 ფეხბურთელია

U21 ნაკრები გორში 2 მატჩს გამართავს, ნაკრებში ,,დილას” 2 ფეხბურთელია

22 და 26 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გია ცეცაძის გუნდი ჯერ სლოვენიას შეხვდება, შემდეგ  კი ისრაელს უმასპუნძლებს . ორივე ამხანაგური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

აღნიშნული შეხვედრებისთვის გია ცეცაძემ  დილას 2 ფეხბურთელს, მეკარე ლუკა გუგეშაშვილს და ნახევარმცველ გიორგი კუციას უხმო.

2019-03-14T14:52:04+00:00