U21| ნიკა გაგნიძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს

U21| ნიკა გაგნიძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს

ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 1 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. უმცროსი ჯვაროსნები 16 ნოემბერს, ბათუმში ინგლისელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული მატჩისთვის 21 წლამდე ნაკრების თავკაცმა რამაზ სავანაძემ ჩვენი გუნდის ცენტრალურ ნახევარმცველ ნიკა გაგნიძეს უხმო. საქართველოს 21 წლამდე ნაკრები მზადებას 7 ნოემბრიდან შეუდგება.

ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნიკას და ნაკრებს აღნიშნულ ამხანაგურ შეხვედრაში.

2021-11-04T15:04:44+00:00