U21| ნუგზარ სპანდერაშვილი სლოვაკეთთან მატჩისთვის გამოიძახეს

U21| ნუგზარ სპანდერაშვილი სლოვაკეთთან მატჩისთვის გამოიძახეს

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სლოვაკ თანატოლებთან  ჩაატარებს. აღნიშნული მატჩისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ვასილ მაისურაძემ, ჩვენი გუნდის თავდამსხმელ ნუგზარ სპანდერაშვილს უხმო.

უმცროსი ჯვაროსნები სლოვაკეთის ნაკრებს, 12 ნოემბერს, 15:00 საათზე მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. სამწუხაროდ  აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს გუნდს ევროპირველობაზე მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით.

2020-11-05T16:48:46+00:00