U21| საქართველომ აზერბაიჯანი დაამარცხა, სპანდერაშვილმა სასტარტოში დაიწყო

U21| საქართველომ აზერბაიჯანი დაამარცხა, სპანდერაშვილმა სასტარტოში დაიწყო

გუშინ, 13 ოქტომბერს, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. თენგიზ ბურჯანაძეზე გამართულ შეხვედრაში, მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი გულიაშვილმა 42-ე წუთზე შეაგდო. მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო ნუგზარ სპანდერაშვილმა, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა – ვასილ მაისურაძემ  პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით, შეხვედრას 12 ნოემბერს საკუთარ მოედანზე სლოვაკი თანატოლების წინააღმდეგ გამართავს.

ფოტო: GFF.GE

2020-10-14T13:55:18+00:00