U21 | საქართველო საფრანგეთთან დამარცხდა – ,,დილას” 2 მოთამაშე სასტარტოში

U21 | საქართველო საფრანგეთთან დამარცხდა – ,,დილას” 2 მოთამაშე სასტარტოში

გუშინ, 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის, შესარჩევი ეტაპის მატჩში, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ფრანგ თანატოლებს უმასპინძლა და 2:0 დამარცხდა. მატჩს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა, მაყურებლის გარეშე უმასპინძლა.

ნაკრებში გამოძახებული 3 ,,დილელიდან”  ლუკა გუგეშაშვილმა ნაკრების კარი  სრული მატჩის განმავლობაში დაიცვა. (იხილეთ მისი მომენტები)

ლუკას მომენტები საფრანგეთის თამაშიდან

Posted by Luka Gugeshashvili/ლუკა გუგეშაშვილი on პარასკევი, 04 სექტემბერი, 2020

ნუგზარ სპანდერაშვილმა კი  მატჩი სასტარტოში  დაიწყო და 75 წუთის შემდეგ შეცვალეს.

რაც შეეხება ამ ასაკობრივ ჯგუფში სადებიუტოდ გამოძახებულ ნიკა გაგნიძეს, იგი ამ მატჩში განაცხადს მიღმა დარჩა.

ვასილ მაისურაძის შეგირდები მომდევნო შეხვედრას, ლიხტენშტეინის წინააღმდეგ, სტუმრად – 8 სექტემბერს გამართავენ.

ფოტოები :GFF

2020-09-05T14:26:00+00:00