U21| სპანდერაშვილის გოლი და გამარჯვება ლიხტენშტეინში

U21| სპანდერაშვილის გოლი და გამარჯვება ლიხტენშტეინში

8 სექტემბერს, საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, ლიხტენშტეინის ნაკრებს ესტუმრა და 2:0 გაიმარჯვა. შეხვედრა სასტარტოში  დაიწყო და სრულად ჩაატარა, ჩვენი გუნდის ფორვარდმა  ნუგო სპანდერაშვილმა, რომელმაც ანგარიში  მე- 20  წუთზე გახსნა და ნაკრები დააწინაურა, მეორე გოლი კი შეხვედრის 35 -ე წუთზე, დავით სამურკასოვის ანგარიშზეა. რაც შეეხება ნაკრებში გამოძახებულ კიდევ 2  ფეხბურთელს, ნიკა გაგნიძე წინა მატჩის მსგავსად აქაც განაცხადს მიღმა დარჩა, ლუკა გუგეშაშვილი კი მეორე შეხვედრაში გუნდთან ერთად არ ყოფილა.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები საკუთარ ქვეჯგუფში 7 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვებული 9  ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

2020-09-09T13:46:05+00:00