U21| ფრე რუმინეთთან – ნიკა გაგნიძე შეხვედრაში მეორე ნახევრიდან ჩაერთო

U21| ფრე რუმინეთთან – ნიკა გაგნიძე შეხვედრაში მეორე ნახევრიდან ჩაერთო

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ბუქარესტში რუმინეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს.  მე-16 წუთზე სტოიცამ საკუთარი გუნდი დააწინაურა, საპასუხო ბურთი კი გიორგი გულიაშვილმა 73-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩვენი გუნდის ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა სათამაშო დრო მაინც მიეცა, იგი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან, 64-ე წუთზე ჩაერთო.

ფოტო : nakrebi.ge

2021-09-08T13:51:12+00:00