UEFA-მ კონფერენს ლიგის თასი წარადგინა| ყველაფერი რაც ტურნირის ფორმატზე უნდა ვიცოდეთ

UEFA-მ კონფერენს ლიგის თასი წარადგინა| ყველაფერი რაც ტურნირის ფორმატზე უნდა ვიცოდეთ

მოგეხსენებათ  ზაფხულში დილა საქართველოს სახელს UEFA- ახალ ტურნირზე კონფერენს ლიგაზე დაიცავს. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დღეს ტურნირის მთავარი ჯილდო – თასი წარადგინა.

ამ ჯილდოსთვის  ბრძოლას თავდაპირველად უეფას წევრი 55-ვე ევროპული ქვეყნის 184 კლუბი საკვალიფიკაციო სისტემით დაიწყებს. ძირითად ჯგუფურ ეტაპზე კი 32 გუნდი მოხვდება, რომელიც 8 ქვეჯგუფში 4 გუნდიან ჯგუფად დაიყოფა. დილა ამ ტურნირზე ასპარეზობას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად საერთო ჯამში 4 გუნდის ბარიერის დაძლევა დასჭირდება ( 3 საკვალიფიკაციო ეტაპი და პლეი- ოფი) ჩვენს გუნდს თითოეულ ეტაპზე 2 მატჩიანი დაპირისპირება სახლი – გასვლის პრინციპით მოუწევს. რაც შეეხება ტურნირის კალენდარს მის შესახებ ქვემოთ შეგიძლიათ წაიკითხოთ

15 ივნისი – პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა

16 ივნისი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა

8-15 ივლისიპირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები

22-29ივლისიმეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები

5-12 აგვისტომესამე საკვალიფიკაციო ეტაპის  მატჩები

19-26 აგვისტოპლეიოფის მატჩები

27 აგვისტოჯგუფური ეტაპის წილისყრა

16 – სექტემბერი ჯგუფური ეტაპის პირველი ტური

კონფერენს ლიგის პირველი გათამაშების ფინალს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს და იგი  2022 წლის 25 მაისს გაიმართება.

ვიდეომასალა: UEFA.COM

2021-05-24T19:19:05+00:00