26 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ალვარო ლუის ტავარეს ვიეირა კარერას ,,დილაში” გააგრძელებს. იგი გუნდს თურქეთში უკვე შეუერთდა, კონტრაქტი გააფორმა და დებიუტისთვის გუნდთან ერთად ემზადება. ალვარო ტავარესი ,,დილას” უკრაინული პრემიერლიგის კლუბ ლვოვიდან შეუერთდა რომლის რიგებშიც 3 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 71 შეხვედრაში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

იხილეთ ვიდეო ჩვენი ახალწვეულის შესახებ