თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ესტონელ თანატოლებს უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით 4:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ჩვენი კლუბისა და საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მეკარე დემეტრე ბულისკერიას ვესაუბრეთ, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და მე-4 გოლისას საგოლე გადაცემა მიითვალა, დემეტრემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ გამარჯვებით ძალიან ბედნიერია და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა 

ძალიან ბედნიერი და მოხარული ვარ კიდევ ერთხელ მომეცა შანსი რომ მეთამაშა საქართველოს ნაკრებში. ეს ჩემთვის და ჩემი მოტივაციისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება თამაშს, მატჩი მთლიანად ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. სამწვრთვნელო შტაბის დავალებები შევასრულეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ჩემს გადაცემას რაც შეეხება ეს გადაცემა გოლად შეყილაძემ აქცია. მინდა ჩვენს ქომაგს დიდი მადლობა გადავუხადო, მთელი მატჩის განმავლობაში მხარდჭერისა და გვერდში დგომისთვის – გვითხრა დემეტრემ
მატჩიდ გოლები
 https://www.youtube.com/watch?v=91miIhjMOFw
შეყვანა

You sent