ჩვენი კლუბის ცენტრალური მცველი რომარიკ ეტოუ კონგოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ეტოუ და მისი თანაგუნდელები, აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში მალის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა 18 ივნისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. რომარიკ ეტოუ ეროვნული გუნდის მაისურს კარიერაში მეოთხედ მოირგებს.