საქართველოსა და რუმინეთში გასამართ ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ბოლო ტესტ – მატჩს კვიპროსის ნაკრებთან ჩაატარებს.
მატჩი 15 ივნისს გაიმართება. აღნიშნულ შეკრებაზე ნაკრებთან ერთად იქნება ჩვენი გუნდის კაპიტანი ნიკა გაგნიძე
მატჩის მეორე დღეს 16 ივნისს კი გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე 23 კაციან განაცხადს დაასახელებს, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ითამაშებს თუ არა ნიკა საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს.
ფოტოები: NAKREBI.GE