ჩვენი გუნდის ერთ ერთმა ლიდერმა ბუბაქარ კონტემ ,,დილა” დატოვა და კარიერას ჩინეთის ჩემპიონტში გააგრძელებს.

24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ჩვენს კლუბში 2 სეზონი ჩაატარა და ამ დროის განმავლობაში გუნდთან ერთად დილასთვის ისტორიაში პირველი სუპერთასის და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა. ბუბაქარ კონტემ დილას რიგებში ასევე იასპარეზა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზეც და არაერთხელ დასახელდა შიდა ჩემპიონატის სეზონისა თუ წრეების სიმბოლურ გუნდებში. საერთო ჯამში მალელმა ნახევარმცველმა ჩვენი გუნდის რიგებში ყველა ტურნირზე 81 მატჩი ჩაატარა გაიტანა 14 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მადლობას ვუხდით აბუბაქარ კონტეს ,,დილას” წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში