დღეს გამთენიისას დილა თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა. დილა ანტალიაში 4 სპარინგ მატჩს გამართავს, საიდანაც 3 გუნდი უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელი იქნება.

7 თებერვალს დილა უკრაინის  პრემიერლიგის წარმომადგენელ ,,ინჰულეცს  დაუპირისპირდება

10 თებერვალს  ჩვენი გუნდის მეტოქე ასევე უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელი ,,მინაი” იქნება

13  თებერვალს კი ოდესის ,,ჩერნომორენცთან”ვისპარინგებთ.  რაც შეეხება მე-4 გუნდს მატჩი განრიგის მიხედვით  17 თებერვალს შედგება, მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში დაზუსტდება.

ჩვენი გუნდი თურქულ შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა

მეკარეები: პაოლო ფულაძე  დემეტრე ბულისკერია ( დემეტრე კოვიდის გამო გუნდს რამდენიმე დღის შემდეგ შეუერთდება)

მცველები : რეზი ჩიტეიშვილი ალეფ სანტოსი ვანდერსონ სილვა ანრი ჭიჭინაძე თორნიკე ძოწენიძე გოგი მამულაშვილი  არჩილ კობერიძე გიორგი გაფრინდაშვილი.

ნახევარმცველები: ამოს ნონდი ნიკა გაგნიძე ცოტნე მოსიაშვილი ჰაჯი დრამე საბა გეგელაშვილი გიორგი ლომთაძე გიორგი ივანიაძე პაატა ღუდუშაური ( ალვარო ტავარეში გუნდს თურქეთში შეუერთდება)

თავდამსხმელები : ნუგზარ სპანდერაშვილი თამაზ მაქაცარია ( თორნიკე კაპანაძე  კოვიდ ვირუსის გამო გუნდს მოგვიანებით შეურთდება)