3 აგვისტოს 21:00 საათზე უეაფას კონფერენს ლიგის მე- 2 საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში უკრაინულ ,,ვორსკლას” ვუმასპინძლებთ, მატჩის წინ ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასხა

..ვორსკლასთან პირველი მატჩის შემდეგ ბევრი რამ გავაანალიზეთ, ჩვენ დაწვრილებით გავიარეთ გასული მატჩების ყველა შეცდომა და შევეცდებით საპასუხო მატჩი ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. პირველმა მატჩმა მეტოქისგან ბევრი ისეთი ნიუანსი გვანახა რასაც არ მოველოდით, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა რომ მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი, თუ გვინდა რომ მოედანზე ვდომინირებდეთ აუცილებელია ბურთის კონტროლი მოვახერხოთ. ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის დიდ ძალას გვაძლევს და საკუთარ მოედანზე მათთან ერთად ამ ორ რაუნდიანი ბრძოლის მოგების ძალა შეგვწევს”. – განაცხადა ანდრეიმ